ამ გვერდზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას:
განვიხილოთ ბრენდის ელემენტები და მათი მნიშვნელობა ბრენდისთვის.
რატომ არის ბრენდბუქის შექმნა მნიშვნელოვანი?
ბრენდბუქის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
ბრენდბუქის შექმნის საშუალო პერიოდია 2-4 კვირა, თუმცა ზუსტი ვადები დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და დამკვეთის უკუკავშირზე.
მინიმუმ 6 ელემენტს მოიცავს სტანდარტული ბრენდ ბუკი, თუმცა დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით შესაძლოა განისაზღვროს ელემენტების სხვა რაოდენობა.
ლოგოს დიზაინი არის ბრენდბუქის ამოსავალი წერტილი, ამიტომაც ლოგოს დამზადება არის პირველი ეტაპი ბრენდ ბუქის შექმნის პროცესში.
ბრენდბუქი გვეხმარება განვახორციელოთ ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია.
მაგალითად: სოც. მედიის მართვა უფრო ეფექტურია ბრენდბუქის დახმარებით, რადგან იგი აყალიბებს ვიზუალური კომუნიკაციის ძირითად ელემენტებს, რაც გვეხმარება შევქმნათ უფრო ხარისხიანი სარეკლამო მასალა.
როდესაც ბრენდი წარმოდგენილია რამდენიმე პლატფორმაზე, ეფექტური ბრენდინგისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სტილის, ფერთა გამის, ვიზუალური კომუნიკაციის სხვა ელემენტების გამოყენება, რაშიც გეხმარებათ ბრენდბუქი.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სწრაფად მზარდი, ქსელური და დიდი აუდიტორიის მქონე ორგანიზაციისთვის აუცილებელია ბრენდ ბუქის შექმნა.
ბრენდბუქის გაკეთება არ არის რეკომენდირებული, როდესაც ორგანიზაცია არის დამწყები, შეზღუდული ფინანსებითა და მცირე აუდიტორიით.
გვეხმარება თუ არა ბრენდბუკი საიტის დამზადების პროცესში?
რა თქმა უნდა, ბრენდბუქი მოიცავს საიტის დიზაინისთვის საჭირო ძირითად ელემენტეს, როგორიცაა ფერთა პალიტრა, ლოგოს დიზაინი, ფონტი, სტილი და სხვა, რაც გვეხმარება შევქმნათ ეფექტური საიტის დიზაინი.