სოციალური მედიის მართვა

სოციალური მედიის მართვა

11 წლიანი გამოცდილება სოც. მედიაში

ჩვენი კლიენტები

სოციალური მედიის პაკეტები

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.

საბაზისო

599 ₾

რეკომენდირებული

პრემიუმ

1000 ₾

VIP

1500 ₾

რას მოიცავს სოციალური ქსელების მართვა?

სოციალური მედიის მენეჯმენტი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

პირველ რიგში მნიშვნელოვანია შევარჩიოთ ჩვენს ბიზნეს საქმიანობაზე მორგებული სოც. ქსელი.

ამისთვის მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია - ვინ არიან ჩვენი პოტენციური მომხმარებლები?

მაგალითად: თუ მომხმარებელი ფართო სპექტრია, მაშინ ფეისბუქ გვერდის მართვა იქნება საუკეთესო ვარიანტი, ხოლო თუ ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან, მაშინ შესაძლოა ინსტაგრამის მართვა იყოს უკეთესი ალტერნატივა.

პლატფორმის შერჩევის შემდგომ იქმნება ბიზნეს გვერდი და ხორციელდება მისი ვიზუალური და ტექნიკური მოწესრიგება.

მნიშვნელოვანია ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა, მოწესრიგებული და ლამაზი დიზაინით.

შემდგომი ნაბიჯია საინტერესო შეთავაზებებისა და ინფორმაციის მომზადება, სარეკლამო პოსტების სახით, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება რეკლამა სოციალურ ქსელებში.

რეკლამა სოციალური მედიაში 

იქმნება სხვადასხვა ფორმატის და ტიპის რეკლამა სოციალურ ქსელებში, რომელთა დარეკლამება ხორციელდება მიზნობრივად: ადგილმდებარეობის, ასაკის, სქესისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

იმისათვის, რომ გვქონდეს მუდმივი პროგრესი, საჭიროა მიღებული შედეგების შეფასება, ანალიზი.

რის საფუძველზეც ხორციელდება შემდგომი სტრატეგიის ჩამოყალიბება.

რეკლამა სოციალურ ქსელებში

150% მეტი შედეგი, ნაკლები დანახარჯით

სოციალური მედია საქართველოში

სოც. მედია მარკეტინგი უკვე დიდი ხანია წარმოადგენს ერთ-ერთ უძლიერეს პლატფორმას, ნებისმიერი ბიზნესის მარკეტინგულ საქმიანობაში.

რატომ სოც. ქსელების მართვა?

ფართო აუდიტორია - რეკლამა სოციალურ ქსელებში საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას წარუდგინოთ თქვენი რეკლამა.

მიზნობრივი რეკლამა - რეკლამა სოციალურ მედიაში, ეს არის მიზნობრივი რეკლამა, თქვენ წარუდგენთ შეთავაზებას ან პროდუქტს ზუსტად იმ აუდიტორიას, რომელზეც გსურთ გასვლა.

უფრო იაფია - სოციალური მედია მარკეტინგი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ნებისმიერი ტრადიციული ტიპის მარკეტინგული აქტივობა, მათ შორის სატელევიზიო რეკლამა, რადიო, ბილბორდის დაქირავება.

სოციალური ქსელების მართვა მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს:

  • სოციალური მედია სტრატეგიის განსაზღვრა
  • სარეკლამო კონტენტის შექმნა
  • რეკლამა სოც მედიაში
  • კომუნიკაცია მომხმარებელთან
  • ანალიტიკა და რეპორტინგი

რა თანხებთან არის დაკავშირებული სოც. მედიის მართვა? 

ფასებს განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი:

  • თქვენი ბიზნესის ზომა და მოთხოვნები: მცირე ბიზნესს შეუძლია გადაიხადოს ნაკლები, ვიდრე მსხვილ საწარმოებს, რომლებსაც სჭირდებათ უფრო კომპექსური სოციალური მედია მარკეტინგი.
  • პლატფორმების რაოდენობა, როგორიცაა Facebook, Instagram, Tiktok და LinkedIn.
  • სერვისის ხარისხი, რა რაოდენობის სარეკლამო პოსტები გჭირდებათ, როგორი ხარისხის უნდა იყოს ვიზუალი, როგორი მოთხოვნები გაქვთ პოსტის ტიპებზე და ფორმატზე და სხვა.
  • გამოცდილება - რაც უფრო გამოცდილია შემსრულებელი, მით უფრო მეტია მისი ღირებულება, თუმცა ხშირად პირიქითაც შეიძლება იყოს. მცირე გამოცდილებისა და უნარების მქონე ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა, მოითხოვოს უფრო დიდი ანაზღაურება. მსგავსი პრობლემა, რომ აიცილოთ თავიდან, აუცილებელია გაეცნოთ ნამუშევრებს და დარწმუნდეთ, რომ სწორედ მათი ნაშრომებია წარმოდგენილი.

რომელი სოციალური მედია პლატფორმაა ყველაზე პოპულარული საქართველოში?

Facebook - ყველაზე პოპულარული და ეფექტური პლატფორმა საქართველოში. 

Instagram - განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებსა და მანდილოსნებში.

Tiktok - ყველაზე მზარდი სოც მედია პლატფორმა საქართველოში, სულ უფრო მეტი ქართველი რეგისტრირდება და იყენებს ტიკტოკს. ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი ფასიანი რეკლამის გაშვება, თუმცა შედეგების მიღება შესაძლებელია ორგანული კონტენტის მეშვეობითაც.

Youtube - ყველაზე დიდ დროს ატარებენ ქართველი მომხმარებლები სწორედ Youtube-ზე, რომელიც ვიდეო კონტენტის ყველაზე დიდი სოციალური მედია ქსელია.

ფეისბუქ გვერდის მართვა

სოციალური ქსელების მართვა

ყველაზე ეფექტური სოც მედია პლატფორმები საქართველოში

Facebook
0%
Instagram
0%
Tiktok
0%
Linkedin
0%

გსურს გაიგოთ მეტი?

მიიღეთ დეტალური კონსულტაცია

სოციალური მედია კურსები

პრაქტიკული კურსი, ინდივიდუალური შეხვედრები, პრაქტიკული გაკვეთილები, სერთიფიკატი

სოციალური მედიის კურსები
სოც მედიის კურსი

მიიღეთ ერთჯერადი 100 ლარიანი პრომო კოდი

სოციალური მედია კურსი

ხშირად დასმული შეკითხვები:

ყველა ჩვენი კურსი ტარდება ადგილზე მოსვლით, ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ  სამ მსმენელზე გათვლილ ჯგუფში.

კურსები ტარდება ჩვენს ოფისში. მისამართი: თბილისი, კარტოზიას N10 (M2-ის კომპლექსი იპოდრომთან N2)

კურსები ტარდება ინდივიდუალურად შეთანხმებულ საათებში, 11-18 საათიან ჭრილში, ორშ.-პარასკევი.

თითოეული სასწავლო გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.30 წუთია, ხოლო პრაქტიკული გაკვეთილების (სტაჟირება) – 3 საათი.

ჩვენი კურსი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

1.სასწავლო გაკვეთილები - ხორციელდება ასათვისებელი მასალის შესწავლა, ახსნა-განმარტების რეჟიმში.

2.პრაქტიკული გაკვეთილები - სასწავლო მასალის ათვისება ხდება რეალურ პირობებში, მარკეტინგული სააგენტო Mediahub-ს რეალურ კლიენტებზე მუშაობის გზით.

3.პრაქტიკული დავალებები  - ინდივიდუალური დავალებების შემუშავება ხორციელდება, თითოეული კურსანტისთვის, რაც მოიცავს დავალების შემუშავებას, შეფასებას და ანალიზს.

კურსის გავლის შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, კურსის წარმატებით გავლას.